↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ლებანიძე მურმან

2026-07-181 წთ საკითხავი10410 ნახვა

—
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდეგაჭენებული და გამოჭენებული;რტოებგაშლილი და გამოჩინებული,ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი