↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვუსურვოთ ესპანეთს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
საღამო. ჩვენს სუფრასუხვსა და განიერსმოაწყდა სიუხვებანანის, ატამის.რატომღაც იგონებსხვა მრავალჟამიერს -მეოთხე, მეხუთემუხლამდე ატანილს.
ბევრგვარი უნახავსმგზავრ პოეტს მწვანილი,ამჟამად მას მხოლოდერთი რამ აოცებს:რაგვარად მიაგავსქართველს ესპანელი -არც ბორდო ათრობს დაარც ცეკვა აოსებს.
სწორი ხარ, სწორი ხარ!ნეტავი მსგავსებაიყოს და კიდევაცსჯობნიდნენ ერთმანეთს,იმგვარის დროშებითდა შრომით ავსება,როგორიც ჩვენშია,ვუსურვოთ ესპანეთს!
წეღან კი ამ კაფესზმანებას ვადრიდი,ესმით კი? ესმით კი? -როდესაც ჯაზია,რა ალში ეხვევალამაზი მადრიდი,ის კატალონიადა ანდალუზია!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი