↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვწერ ვინმე მესხი მელექსე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ვწერ ვინმე მესხი მელექსე,რაც კი მივლია მე გზებიჯერ ლექსი მწვავდა, მერე მზე,ჯერ მზე და მერე ლექსები.
იყოს ნაკვეთი შაირი,როგორც ნასროლი ისარი,ხან სროლა ქუხილნაირი,ხან რხევა სამაისარი,
ხან საკვნესარი დაირი,ხან ჩანგი მოდაისარი;ის არი სუნთქვა, ჰაერი,მთელი სიცოცხლეც ის არი.
შმაგი, ვით ვეფხვი დაჭრილი,მშობლიურ მთა და ველებზე,ვარ ოცნებისთვის გაჭრილიმე, ვინმე მესხი მელექსე.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი