↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

1927. VI. ვენა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ბარიკადებზე!დაიწყო ბრძოლა!ცეცხლად და ალხადსაყოველთაო გაფიცვათ ზოლიმოვარდა ტალღათ.მასსიურია გზებზე ომებისისხლით, ცხედრებით,გააფთრებითა და მონდომებითდა ამხედრებით.ის, რაც სამუდმო ხსოვნად დარჩება,ცეცხლის ხაზია,დღესასწაულობს კვლავ გამარჯვებასბურჟუაზია.
5. VIIIნიუ-ბეტფორდის ფეიქართ მხარეიწყებს მხილებას,იგი აყენებს მთელ რიგ მქუხარემოთხოვნილებას.მრავალი მუშა წითელი დროშითქუხს ენამჭევრი,მრავალი მიყავთ საპატიმროში,დახოცეს ბევრი.
6. VIIIსაქსოვ ფაბრიკის მუშათ გაფიცვამიდის, გრძელდება,უფრო მრავალზე მრავალი რიცხვიამეტყველდება.ბომბეაში კიაამუშავეს მექარხნეებმათვით მანქანები:გაჩნდენ მუშები, დაიწყეს შებმამათ დაქადნებით.მანქანებისა შესძრეს რიგები,გულს მიაყურეს,შეაწყვეტინეს და ფაბრიკებიისევ დახურეს.
8. VIIIბომბეა.გაფიცულების დიდი მიტინგი,მეასე დღეა?ქარხნის პატრონთა მწუხარე დინგიმათთვის საფრთხეა.მიტინგმა თმენის ჯაჭვი გასწყვიტა,ჰქუხს კლასის გრძნობა,ისევე ბრძოლა მან გადასწყვიტა,და არ დათმობა.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი