↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

1917. თებერვალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
გამოვედი, თებერვალმადახსნა ციხის კარები.ო, ახალი ცხოვრებისკენისევ მივეჩქარები.გზაზე მხვდება მიტინგებიმუშების და ჯარების,ეს პირველი მერცხალიაუკვე გამოდარების.
გული არ მაქვს საგულეში,სოფლად წასვლას ვაპირობ:ჩემი მხოლოდ ჯარებშიასაქმე საპირდაპირო.სოფლად! სადაც კრებებიადაღლილ ჯარისკაცების,დუღს, გადადუღს მღელვარება,გამწარებულ მასსების.აი, სად დუღს მუშაობა,ერთგული და მხურვალე,და სად ჰპოებს მოსვენებასმუშაობის მწყურვალე.
ჩვენთან ერთი რურუაა,(ეხლა უკვე ფრონტზე ვარ),დივიზიის კომიტეტისთავმჯდომარედ გავიდა.არ მინახავს ახალგაზრდაასე თავდადებული,ალბათ გული მგზნებარე აქვს,ცეცხლად გადანთებული.მაგრამ ერთი დიდი ნაკლიდამჩნევია წუთობით -რაღაც თავის ნაწერებითანვე მოაქვს ფუთობით.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი