პოეზია · ლირიკა
თუმცა ისევ ძგერს
თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევაგული _ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერადა ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევასმისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა.
გაქცევას ცდილობს _ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი,ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას?ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი,გაწბილებული,ნირწამხდარი,ღიმილით კვდება...