პოეზია · ლირიკა
წეროების გადაფრენა
`ყელწაგდებულნი,კისერგაწვდილნი~...შ.ნიშნიანიძემიქრიან ხანგრძლივ ფრენას ნაჩვევნი,უღერენ მანძილს ნისკარტს ალესილს.და სამშობლოდან შორეთს დარჩენილხალხს ეძახიან თავის მხარეში.მათ ლურჯ გზებს ნისლი ბევრჯერ ებურა,ნისლს ეპყრა მთები და გორგურები,მაგრამშინ მაინც დაბრუნებულან – გრძელი,მფრინავი ცის ჩონგურები.გადაივლიან, როგორც ღრუბლები,დამძიმებულნი ციურ ზღაპრებით,შინმოუსვლელებს, დაეუფლებასურვილი ქროლვისდა გადაფრენის...