↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციკლიდან "გამოთხოვება"

წიკლაური ხვთისო

2018-06-121 წთ საკითხავი1550 ნახვა

—
წლებო, ჩამჭკნარან ლამაზმანებითქვენი სუსხით და თქვენი სიმკაცრით...თქვენი ნების და თქვენი ბრძანებისვიყავ ერთგული მე ჯარისკაცი.უკვე დავკიდე კედელზე ხმალი,(ბოროტი ხელი ნუმც შეეხება)ჩემი ხირიმის ექო და ხმანიჩაიბუხუნეს უკვე ეხებმა.დამჩხავის მხოლოდ დარდის ჭილყვავიგამქრალა თეთრთა კბილთა ბრწყინება...მე თვითონ, თვითონ ექო ვიყავი,ქარაფთა ერთი ამოგმინება.დამდნარა, თეთრი კაბა რომ გეცვა,მდინარე ასას გიგავდა თმები...თვალებში ჩამრჩა სამშობლოს ზეცაშემოქარგული ამაყი მთებით...მშვიდობით! – მტოვებ ნათელი ცათაუშენოდ მიზანს კარგავს ცხოვრება...მივდივარ,იქით მივდივარ, სადაცარც შეხვედრაა,არც განშორება.

წიკლაური ხვთისო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი