↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულხან-საბას

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20042 ნახვა

—
დიდო მოხუცო, სამშობლოსათვისიბრძოდი სულის ამოხდომამდი:გეჩვენებოდა, რომ საქართველოიძირებოდა, თითქოს ხომალდი.და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,სამშობლოს ცაზე გამოხლართული,შენ სამკურნალო ბალახებივითმოგიკრეფია სიტყვა ქართული, ―რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთადსიტყვები მაინც გადაგერჩინა...ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაცმშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.მი მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი...მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი, ―შენი ხალხისთვის დღესაც მწეთ არი.ახალნაშენი სამშობლოს შვილიშენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები;შენის ცრემლის რწყვით, შენის ამაგითგამოკვებულა ჩემი ფესვები...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი