პოეზია · ლირიკა
სტალინის კერა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ბევრია, ქართლო, შენს ძველ მიწაზენატაძრევი და ნასახლარები;ბევრია კოშკი დუღაბდასხმულიდა ძველებური სახლი ღარიბი...მაგრამ ის მიყვარს, ― ალიზის ქოხი,ვით სატურფალი შენი ბუნება;ლიახვის შხაპი, ზვირთი მტკვარისა,არწივის ბუდეს ეშხაპუნება...
მისი დიდებით ბრწყინავენ მთები,თითქოს აყრიათ დედის ჭაღარა;აღარ ჩანს დედა თავდახურული…რამდენი კოკა ცრემლი დაღვარა…მაგრამ ეზოში ჰყვავის ყვავილი,ეზოს ქვებს ახსოვთ ბავშვის თამაში,ვინც ამ კერაზე ვაჟკაცდებოდაგმირად - ძველს ქართულ იავნანაში.
*რა ძალა იყო, რომ გამოჰკვეთა,რა ნაჭედობამ დააფოლადა,―აბმულ დროშიდან ღიმით მზირალიმილიონ გულის ასათრთოლადა!
ქოხო ქართლურო, ალიზიანო,შენ ვერ დაგარყევს ჟამთა გრიალი.შენი საძირე და საძირკველიჩემი სამშობლოს სიმაგრე არი!
*აქ დაგანძულა ყრმის მოგონებადა ჩვენი გულის ტკბილი საძგერი,პირველი დილის დაბრწყინვალებაამ სარკმელიდან მას აქვს ნაცქერი...
ამ აივნიდან დაუნახიაძველი ნანგრევი ჩამორღვეული,მთა, მიმჯაჭველი ამირანისა,ცრემლის ნისლებით გარმოხვეული,..პირველი კვნესა აქ შესმენიადა გაზაფხულის ღელვატეხილი...ჭრელ აბგას დედა აქ უკერავდა,როდესაც ფურცელს ჰყრიდა ხეხილი...
ბავშვს მელნად ჰქონდა ყაყაჩოს წვენიდა წიგნად ― ხალხის გული მაგარი;ჩონგურულ ხმებში ეწვეთებოდადიდი გმირების ნაჭირმაგარი.
*მზე ამ ქოხიდან ამოგვივიდა ―დამშუქებელი ხალხის გულისა;აქ აელვარდა ცხელი ფოლადი ―სიმაგრე ჩვენი, თვითეულისა.ხელდროშიანებს, აზვირთებულებს,გული ამ ცეცხლით გვიხურებია;ჩამოთოვლილი მუხლამდე მთებიზვიადად მისთვის იყურებიან...
*აქ, ლიახვი რომ მტკვარს ეტმასნებადა ატმის შუქში დილა რხეულა, ―ცქრიალა ყმა და მამა ხალხისაყელგადაჭდობით გადახვეულან...
და ქოხში, სადაც ოქროსხმიანიჭონას მღეროდა, ვით ორთეოსი, ―ბრწყინავს სიწმინდე მრავალ ხალხისა,დიდება ახალ საქართველოსი...