↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზესთან

სიხარულიძე გივი

2011-07-121 წთ საკითხავი686 ნახვა

—
ზღვის ნაპირზე უნაზესი ქალიიწვა, თითქოს მზის სხივებით მთვრალი.სადღაც ახლოს ირწეოდა ქარი,უცბად ქალში შევამჩნიე ქნარი.მზესთან ახლოს დაფრინავდა სული,სხეულიდან ნაზად ამოსული.დაფრინავდა, დაფრინავდა ცაშიიყო მზესთან, იყო ქალში.როცა სხივმა შეაღწია კანში,იგრძნო, რომ მას მზე იწვევდასაცეკვაოდ ცაში.მაშინ ფიქრმა გაიელვა ქალში:ეს სამყარო არის ჩემთან ვალში!ვერ ხვდებოდა, ალბათ, ცოდვის შვილი,რომ მძივივით იყო აწყობილი,და ძაფი რომ არ წყდებოდა მასში,თვითონ იყო იგი ღმერთთან ვალში!

სიხარულიძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი