პოეზია · ლირიკა
რძედ მომდის აჭარისწყალი
მთიდან რო ბარად წამოველ,კენჭს ვგავდი ბედისწერაში.მოვხტოდი, მოვბურგალობდი,ბულბულს ვბაძავდი სტვენაში.ოცნების რაშზე ვიჯექი,არ გადავცვლიდი მერანში.ლექსს ვწერდი შქერის ფოთოლზევაწებდი ნამის მელანში...ჩამოვიმღერე ჩაღმართიმუხის, ურთხმელის, თელასი.წყარო ვსვი, ბილიკი ვბეკნეჩემი, შენი და ყველასი.კლდე-კლდე არწივებს ვუქშიე,ძუნძული მძულდა ძერასი.გზად ღელე წამომეწია,-შვილ იყო მთათა წვერასი.წამომელანდა დედაი,ხერტლით, ძროხით და ტერასით.მწყემსს მომბღაოდა ნახირილელვანში, დათვიხველაში.დედიფერა და ნიკორაქალებსა ჰგავდნენ მზერაში.კიდევაც ჩემში ჰბღავიხართ,მე ვბღავი თქვენში, ყველაში.კიდევაც ვივლი თქვენსაცა,ხსენი ვარ თქვენის, ყველასი.მით ვკვალე ბილიკ-ბულაკი,ჩემიც, თქვენიც და ყველასიც.მთებო მოწველეთ ნისლები,იმათი ცვარი შემასვით.რძედ მომდის აჭრისწყალი,ნაწველი დედიფერასი!