↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წიქარეული

დავითაძე ემენ

2026-07-181 წთ საკითხავი1045 ნახვა

—
შე დალოცვილო, დედაო,სახელად გქვია მიწა რად?მუხაო, ზედან გაზრდილო,თქმულო კარგ კუბოს ფიცარად,ლექსო მტირალას მთებიდანრო ამიფრინდი ციცარად,-ფარად მოყვარეს ეფარე,მტერს შეჰხვდი გულის ისარად,იქიბრე წიქარეულო,აქ გყავდი ხარი, წიქარა.ვხან, ვთესე, აქ ვმკე, აქ ვლეწე,ფქვილი აქა ვფქვი, იქ არა.სულ ჩემებურად ვუმღერე,,ღვინიასაც” და ,,წიქარსაც”.ვიყავ, ვიცხოვრე, ვიკაცეჩუმ-უჩუმრობით, ხმით არა.მეტყოდნენ ათას სათქმელსა,აუგს ვკადრებდი ცით არას.დარდითაც მალ-მალ ვახვევდიღვალო-თუთუნის ძიგარას.ეჰ ჩემო წიქარეულო,ზღაპრის ბიჭო და წიქარა.მოგიკვდე, ნუღარ მინაღვლებ,აქ შეგენახვი, იქ არა.რაც მე ვიბულბულგალობე,სულ ჩემი ხმითა, სხვით არა.რაა თუ მაინც საცრემლოდწარბ-წარმავალი მზისა ვარ.მისხალიც გული არ მწყდება,შენი მთვარის და მზისა ვარ.მუხა ვარ შენი ტყე-ღრესი,შენი ამაყი ზნისა ვარ.განა თხმელისა, ხმელისა,იმ შენი წმინდა ბზისა ვარ.ჯიშადაც ჩემფრებს გიტოვებ,ქალ-ვაჟებს, ღვთისებრ-ღვთისავარს.გული არც იმად დამწყდებათუ შენი ხავსის ხნისა ვარ.ვაჟი კლდედ, ქალი ნამწნებად,ფესვებჩაგრეხილ ზვრისა ვარ.უბედაც ვაზი მასხია,სულ ძუძუმწიფე რძისა ვარშენც რაღა ახლა შამომხვდი,თვალებით დამწვი ციცავ არრა ლამაზი ხარ სიცოცხლევ,მიყვარხარ, დედას გფიცავარ!

დავითაძე ემენ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი