↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზეა, თოვლია

დავითაძე ემენ

2025-07-121 წთ საკითხავი1047 ნახვა

—
აუ, რამდენი სხივი თამაშობს,რამდენ მარგალიტს გააქვს კრიალი.თქვით, გასაკვირი რაა ამაში,გულში რომ სიმმა გაიწკრიალოს.თქვით, გასაკვირი რაა ამაში,ლექსი და კაცი – ორნი ვინთებით.ხეზე ტოტები ჩანან მარმაშა,როგორც ზღაპრული ორნამენტები.ასი ათასი ლალის მფლობელი,ველზე ვდგავარ და ვგავარ გოლიათს.მზიდან სხივების ტალღა მოღელავს,ჩემსკენ მოღელავს? – არა მგონია.ასი ათასი ლალის მფლობელიმიწა ვარ, ცა ვარ, მზეა, თოვლია...მზიდან სიცოცხლის ტალღა მოღელავს,მე რა მგონია, მე რა მგონია?!

დავითაძე ემენ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი