პოეზია · ლირიკა
ჭინჭაოს ტბაო, ქალი ხარ
ჭინჭაოს ტბაო, გინატრებ,ხარ ჩემი სიყრმის ემბაზი.ახლა რო გითხრა სიმართლე,უშენოდ ბალღსაც ვერ გავზრდი.უშენოდ ლექსსაც ვერა ვშობ,ვერ ჩავაქუხებ ჩასაქუხს.ვგავ მამალ კალმახს, დაწინწკლულს,შენსავ ქვირითში ჩასახულს.უშენოდ ვერსად ვეღირსოჩემ ბედს, ჩემ იღბალს, ჩემ არჩივს.მთელ ერთ სიცოცხლედ ეგ მიღირს,-რო შენ გულმკერდზე მხრებს გავშლი.ბარში რო ქუჩებს დასცხებათ,დუღს როცა ზივთის ჯებირი,-მინდება შენთან მოვრეკოქუჩებიც კამბეჩებივით.შევდენო, შემოვუძახოწყალს შენსას, ცივ-ყინტაროსა.თავად კი დავწვდე, დავაკვდე,იქვე, სათავე-წყაროსაგავგრილდეთ მეც და ხარიცა,ჩემთა კამეჩთა ნახირი.ჭინჭაოს ტბაო, ქალი ხარ,მე მიხმობს შენი ძახილი.თუ ლექსის ხანძარს დავურჩი,თუ ვეღარასფრით დავნელდი,-შენ გრილ სხეულში დავუცდიბედს, როგორც თავფარავნელი.ჩაგკოცნი, შენაც ჩამკოცნე,გეშს ნუ მომაკლებ დანაჩვევს.მზეს გაგყრი, მთვარეს ქმრად მოგწევ,მე მაყრად დაგიდარაჯებ.ვთქვა,- შორს ხარ, ვერ გაგაგონებ,ახლოდან გეტყვი დანარჩენს.მზე როცა გადმოაგორებსცრემლს,- ჩემ ლექსებად განაჩენს!