↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყის სიყვარული

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3930 ნახვა

—
(გოდერძი ებანოიძეს)ტყეებს სჭირდება ტაძრის რიდობა,გული სჭირდება,გული მლოცველი;წყდება ბაგეზე სიტყვა ,,მშვიდობა“-ტროპარს კითხულობს ციდან მოწერილს.
მზეს ბაძავს ახლა თრიმლის ფურცელი,აგერ-ძახველი,აგერ -კუნელი,ტყის სიყვარულით არის უცვლელისახადი რამე განუკურნელი.
ფოთლებზე ისევ დილის ნამია,ტოტიდან ტოტზე დახტის მესკია;ხე-ფესვი -მიწის ქვედა ტანიახე- ტანი -მიწის ზედა ფესვია.
ხომ შეიძლება ასეც უმზერდეირგვლივ ყველაფერს-თვალზე მონდობილს;აგერა უკვე ხელისგულზე დევსტყეები,როგრც ლურჯი ფოთოლი.
შეხვალ საკუთარ ხელზე შედგები,ტყეს დაუდგები მორჩილ მსახურად,დღემდე გლოვობენ სიტყვის დენდებიერთხელ სამოთხის კარის დახურვას.
ტყეს,ტყეს სჭირდება ტაძრის რიდობა,გული სჭირდება,გული მლოცველი,წყდება ბაგეზე სიტყვა ,,მშვიდობა“-ტროპარს კითხულობს ციდან მოწერილს
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი