↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ულამაზესო

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3933 ნახვა

—
შენ,მომდუმარი მიდიოდი,მშვენებავ თვალთა,შენ,დედოფალო სამყაროის,გულისთქმავ ღამის,შენი სურვილი გვირგვინოსნის ხელმწიფურ აღთქმას,ლაჟვარდებიდან მაცდუნებლად შეეხო ლამის.შენ,მომდუმარი მიდიოდი,მშვენებავ თვალთა.
მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე როგორც ნიავმადა გატაცების იდუმალი კოშკი ამიგე.მე,შენი ფრთებით მობერილი ქარი მეამე,მე,შენი ფრთების წამიერი თრთოლვა გავიგე,მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე როგორც ნიავმა.
მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე სამეფო ყანდით,ყანდონიანი მიგყვებოდა სინათლე რამე;ო,ღმერთო ჩემო,მოფარფატე ფოთოლად ჩანდი,ხეს მოწყვეტილი შემოდგომის მთვარიან ღამეს.მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე სამეფო ყანდით.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი