↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უნივერსალური ვაქცინა

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3929 ნახვა

—
როცა გრიგალი ბრუნდება ქარში,ქარი-ნიავში და ქრება ჩქამი,შენში თანდათან იღვიძებს ბავშვიდა ბავშვის თვალით უყურებ ამინდს.
აიყვან პეშვით ქოთქოთა წყაროს-რამე სიცივეს და რამე სითბოს;კაცმა რომ გკითხოს - წუხხარ თუ ხარობ,წუხხარ თუ ხარობ კაცმა რომ გკითხოს.
ასეთ დროს ცისკენ მიიწევს ცეცხლი,ცეცხლიდან-ალი,ალიდან - ნისლი,ხოლო მიწაზე კვალს ტოვებს შეცვლილსღვინოში -წყალი და წყალში სისხლი.
და შეცვლილ კვალზე რო გინდა გავლადა დათვლა მაჯის-ამ დროს რო გიცემს:გვალვებით უნდა ებრძოლო გვალვასდა სიცხით უნდა ებრძოლო სიცხეს.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი