პოეზია · ლირიკა
ღამის მაჯისცემა
დაღამდა შუშაბანდები და ჯანღიანი მთებისიზმარში ჩაიზირება და ეკარგება თვალებს;შემოიბურა, ესაა, ღრუბლის ჭვარტლიან თმებითხალმიდან ამოყვანილი – ხელზე დასმული მთვარე.
თეთრ შენობაში ლურჯი ტბა მოჰგავს ჩარჩოში ჩასმულს,ჭალებში შემორჩენილა გალენჩებული ჩალა;ახალი თოვლი ამშვენებს მწვერვალებს ცამდე ასულსდა მარგილებზე ჩამოცმულ ფაფახებივით ჩანან.
ძირს, ღარტაფებში – სუბნელე – ტყისა და ღამის ჯამი,ლანდი მოძრავი ფოთლების მიემატება წყვდიადს;და სათქმელს მუნჯი ხეობა და თავის გულის ამინდსმეტყველ ჩანჩქერებს აბარებს და მთებთან ასე მიაქვს.
ცურავენ თეთრი სახლები და აივნები თეთრი,როგორც უფარფლო თევზები, მინდობილები ჩქერებს;და დაკეტილი ფანჯრები, სანთლების შუქით მკვეთრით,წყვდიადში სოფლის სიცოცხლეს და არსებობას წერენ.
მოულოდნელად დამფრთხალი წამოიყმუვლებს ძაღლი,თითქოსდა დამღლელ დუმილში წამოაგონდა რამე;ცხენის ჭიხვინიც გაისმის და ცხენის ფეხის დამღითამდგარი მტვერი ეყრება ტანზე გალურსულ ღამეს.
და მაინც შორი ქედებით დამძიმებულა თვალი,ქარებს უსმენენ სახლები და სიზმრის ბოლო წამებს;ცდილობს და ჯერ ვერ ახერხებს, ბნელს დააჩნიოს ბზარი,მჭვარტლში დამბალი ღრუბლებით ამოჟონილი მთვარე.