პოეზია · ლირიკა
ღმერთის კარნახით
არის წუთები,როცა არაფერს ეძებდა არსებობს ჩქამი გახსენების ჩალის,წააწრებს ამ დროს ლანდი მორბენალ ვერძებისდა ორის ნაცვლად ოთხად კიტხულობს თვალი.
შაშვმა წაიღო ახლა დარლილი მზერა,გაჩნდა მიზეზი ქორიც ვახსენოთ ბარემ,შარშან,აქ იყო,ჩიტი იმსხვერპლა ძერამდა არაფერი გაუგია ქარებს.
თუ ყველაფერი არაფრისკენ მიდიდსდა არაფერი ყველაფერია თავად,უნდა ვიფიქროთ წუთისოფლით -ხიდით,დაბადებიდან მოჩვენებებზე ვდგავართ.
მოჩვენებები...მოჩვენებები...შვენისროცა კურცხალი მოჩვენებების მოწმეს,ცოტა სიცხადე ამ დროს გადაკრავს წერილს,ღმერთის კარნახით კაცის მარჯვენი რომ წერს.