↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არათავმდაბლური ლექსი

გომელაური ნიკო

2026-07-181 წთ საკითხავი4967 ნახვა

—
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
გომელაური ნიკო

გომელაური ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი