პოეზია · ლირიკა
შაშვის ჭახჭახი გულივით გიცემს
შაშვის ჭახჭახი გულივით გიცემს,მოიარს სივრცეს და მთებთან დაობს;გადამდებია ტყეების სიგრძე,მათი დუმილის ბუსუსა ხაო.
გამოქცევია ნიავი ნელი,ხეობებს,ზამთრის ქარებით ავსილს,მიგიძღვის წინ და მიჰყვება ხმელიფოთოლი-ხელის მტევანის მსგავსი.
და რადგან იცი,რომ ციდან წერენ,ციდან ხატავენ სურათებს ასე,-ნაზამთრ ხარივით ახედავ სერებსდა მშიერ ფერებს ზმუილით ავსებ.
ხეებზე ამ დროს კვირტები სკდებათუ კლავიშებზე თითები ხტიან.ჰაერში უნდა ყური რო ებას,ჰაერში უნდა გაჩერდეს ტყვია.
დაიარები ტყეებში მარტოდა სხვისგან უთქმელს დაეძებ ფერებს;და ზოგჯერ ისეთ რაიმეს ნატრობ-თავად არ იცი,რას ნატრობ მერე.
ასეთ დროს ფიჩხის გატეხვაც კმარა,ან რო ნიავმა გამოჰყოს ენა,ხმაურმა თავის აგხადოს ქალადა ქუხილივით დაეტყოს სმენას.
სიცხეა!..მაგრამ ,ჯერ ისევ თქორის,ამ დილის თქორის კვალია ნარზე;ფარფატა ჩრდილი გახურავს ქორისჩრდილი ქუდივით გახურავს თავზე.
სადღაც ფრთაშავი ყრანტალებს ყვავი,არ იყინება ამ ხმაზე სისხლი;დაბადებიდან ტუსაღი თავით,ხანდახან,როცა არტახებს იხსნი,
შაშვის ჭახჭახიც გულივით გიცემს,მოიარს სივრცეს და მთებთან დაობს;გადამდებია ტყეების სიბრძნე,მათი დუმილის ბურუსა ხაო.
დილის ნეგატივიფითრდება ფარდა,ფითრდება ფარდათუ რიბი-რაბო აფხიზლებს თვალებს.თუ გელის გარეთ სინათლის გარდადა ჩიტის გარდა,რა გელის გარეთ.
იკითხავ ამინდს და მხოლოდ ამინდსდა სხვას არაფერს (ჩვენში დარჩეს რო),და მყვინთავივით ამოგაქვს ტანი,ღამიდან რიჟრაჟს რომ შეაჩეჩო.
გაღმა-გამოღმა -სხვადასხვა მხარე,შეკრული ცისკრის ვარსკვლავით- ღილით,შუქი და ჩრდილი.ასეთ დროს თვალებსითვინიერებს შუქი და ჩრდილი.
ერთი ძილიდან ამოსულ ღელისხმაური როცა მიდამოს თენთავს,წამოყრის საბანს აქნეულ ხელითდა უცხოსავით უბიძგებ შენს თავს,
და ხორხოშელა პერანგი,რამეაჰყვება სხეულს სიცივის გამო...და შენც ამიტომ გაურბი ღამესდა დღეში შესვლას ამიტომ ლამობ.