პოეზია · ლირიკა
ფერისცვალება. ვაჩნაძიანი
მოადგებიანსასაფლაოს ჟანგიან ჭიშკარსმოწიაქე თქვენი სულები,გამოსცქერიან აქეთ სოფელს, _ფერიცვალების კვეთით აჭრილს.რაც არ უნდა წინა დღეებში ჩამოვიდეთ,რაც არ უნდა ადრე,სიგრილით შემოვუყვეთსოფლის თავისკენ,სასაფლაოს შუაგამყოფი გზიდან მარცხნივრაც არ უნდა აჩქარებითშევრიოთ ფეხი ჩალაბულას,ვიღაც მაინც მოგვასწრებს ხოლმეშენს საფლავზე, მამაჩემო...ვიღაც _ სოფელი.შორიდანვე შემოგვცინებს, შემოგვჭახჭახებსბარაქიანად ამოჭრილისაზამთროს ტუჩი,მერე ტყუპი პანტაც დაჩნდება,გაჭყლეტილი კარამელიც,და შეუმშრალი ნაკვალევი შესანდობარის, _ცრემლებივით წაგრძელებული,თითქოს გოლიათს უტირიაო....კიდევაც რომ არ მოხერხდესჩვენი ჩამოსვლა,მჯერა, _ შენს საფლავს,აგვისტოს მზით გადასერილს,სხვას თუ ვერაფერს,ადრეულა ყურძნისერთ თვალშესულ კუფხალს მაინცგამოაბამს გულზე სოფელი,ჩამოგღიღინებს:_ ფერიცვალებაა, ბიჭოო...