პოეზია · ლირიკა
შაბიამანი
ყორანკლდემდე რა აიყვანდა...თავიც მოეკლა დაიმსიშორეზეც ევლო?!სოფელში კიდე,საიდან გინდა, გადმოვარდე, —ნეტა რომელი მეთექვსმეტე სართულიდან...თოფი, თოკი და შაბიამანი, —კახელ თვითმკვლელთა არჩევანი....უფალო, რამე უსაშველეთვითმკვლელების უგზოუკვლობას.ერთ ლექსში რომ ნანიას ვამბობ,ის ნანია დააქვრივავანო პაპამ, — მეზობელმა.„ვანომ რო თავი მაიწამლა შაბიამანით“, —სულ ეს არის,რაც მასზე მახსოვს;სხვა დანარჩენი, — წარმოსახვაადა ხსოვნაში მერევა ხოლმე....უფალო, რამე უსაშველეთვითმკვლელების უგზოუკვლობას...დედაკაცი რომ თვალმოშორებით დაიგულა,გამოიტანა მარნიდან მალვით (ალბათ)და მიბრეცილ-მობრეცილი ჯამის ასწვრივგახსნა მუჭა (ალბათ),მიაშვავა შაბიამანი — ცის ფხვნილივით.მუხლზე აიგდო გრილი კოკურა (ალბათ),დაჰკრა ჯამს წყალი (ალბათ),ამოურია,ამოურია წიფლის ნაფოტით,ფხაკაფხუკით (ალბათ),გახსნა ცის ფხვნილი, —ამოიხედა თხევადმა ზეცამგლეხის ჯამიდანცისფერთვალა გოლიათისცალი თვალივით (ალბათ)......უფალო, რამე უსაშველეთვითმკვლელების უგზოუკვლობას.მთელი ცხოვრებავენახს წამლობდა შაბიამანით,ადგა და, ერთხელ,თავსაც უწამლა (ალბათ).უფალო, რამე უსაშველეთვითმკვლელების უგზოუკვლობას;დახსენ,დახსენ მწარე ხეტიალსდა მანდაური ვენახის ბოლოსჩარგე ბალახბულახივით,ან თიკანივით მიაბი სადმე,მანდაურისაჩრდილობელი ატმის ძირში,დაღლილი სული ვანო პაპასი, —ულამაზესი საწამლავითთავმოკლულისა.