პოეზია · ლირიკა
ჩვენ მუდამ ვჩანვართ
აუმღვრეველი დუმილის მხრიდანნათლის მდინარე მოჩქებს ულევიდა ხელისგულზე ვუსხედვართ უფალსსირცხვილის შემდეგ ჩასახულები,
ჩვენ მუდამ ვჩანვართ...არც დრო, არც ჭერი,არც სამოსელი გვფარავდა დღემდე,და ყველაფერი ხდება ამქვეყნადსირცხვილამდე, ან სირცხვილის შემდეგ.
არ არსებობენ სამალავები,თუ არსებობენ, არას მალავენ;სადმე შეყუჟულს პოეზია დათვალები მაინც მოგვიპარავენ.
ნამდვილი თუ ხარ, თან ამოჰყვებისულის ჩანგიდან აწყვეტილ სიმებს,ლექსიც ტანჯულთა რელიგიაა,ამ სტრიქონებსაც ჩახედავს ვინმე.
ვიტოვებ მხოლოდ შენს ძვირფას სახელს,ვდგები სინათლის შიშველ მხარეში,და ვახელ თვალებს, როგორც სტრიქონებს,ჩამხედე ლექსში, როგორც თვალებში.
დაგარწმუნებენ ჩემი ლექსები,ჩემი თვალების თაფლი და ქარვა,რომ უფლის მზერით შუქდაყრილები -ჩვენ მუდამ ვჩანვართ.