პოეზია · ლირიკა
რწმენის კოცონი
ვინ იყო ბოლო მეციხოვნე, ვინაც გოდოლთანმზეს იშველებდა მკერდზე ფარივით? –თვალის მარილი ცას შეატოვადა შენს ბალახებს წარეტანა უკანასკნელად.
მერე ვიღაცის შეცივნულ ბაგეს ჩამოტყდა სიტყვა:შენ ხარ ფენიქსი, – წინაპრის სულითსაკუთარ ფერფლში აღმოცენდიდა ისრის წვერით ამოლამბულ ჟამზე იხარე.
შენი გვირილით – მცირე შუქითამ უღრანებში გზას მივიკვლევ,სად ფრინველივით იკარგება ხშირად ძახილი.
აქ, გარდასულთა რწმენის ნამსხვრევებსმოვუყრი თავს და ვდგები კოცონთან:ღამის ტევრიდან გამოდის კაცი,ვისაც ფრთიანი ლექსი მოსწონდა.
ანთია ჩემი იმედი – ოცხედა ამ ტყეების თრთოლვას მაძალებს,მიხსენებს ყურთან უძველეს ქალაქსდა თავის ქალას მილიარდი კითხვებით მივსებს.