↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პროლოგის მაგიერ

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3930 ნახვა

—
ალხია და ითენთება ყანა,მაჯისცემაც უკითხავად იმატებს;ვამბობ გულში: "კბილს არ მიხსნის დანა,ანდა მართლა დამამუნჯა სიმართლემ".
თუკი გხედავ, ამ დროს უფრო გხედავ,ლაჟვარდების მჩატე ქაფით მოყელილს;ხელჯოხივით დავიბიჯებ სევდასდა ნაკვალევს ნაბიჯ-ნაბიჯ მოვყვები.
მოვივედრებ მე ამ დღიდან ჩეროს,სულს მოვითქვამ და საკინძეს შევიხსნი,ამის მერე, რა და როგორ ვწერო,ჩემზე უფრო, რა თქმა უნდა, შენ იცი.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი