↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტარას შევჩენკოს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20045 ნახვა

—
წარმოთქმული პოეტის საფლავზე კანევში, 1939 წ. ივნისში.
შოთას ქვეყნიდან გემთხვევით...შენს ხალხს, შენს სახელს ― დიდება!სიმღერით შემოგეხვევით,ძმობის მზე გაგვიბრწყინდება!
პოეტო ― პრომეთეოსო,შენს სასტიკ დროს რომ ემდური,ცხოვრებამ გასვა ძირმწარე,ძმარი ბალღამში შერთული!
ვერ შემოგძარცვეს ნათელი,დღესაც იმ სხივით ეგზნები,სისხლხორცეულად ხალხს დააქვსშენი ნაცრემლი ლექსები! ―
სიცოცხლის ცეცხლის დამბერი,სამშობლოს გამათბობელი...კობზარი შევარდენია,სიკვდილის გამაპობელი!
მას ზრდიდა ხალხი მშობელი,ხმები დნეპრისა მქუხარე,და უკრაინა გმირული,ლექსით რომ დაამშუქარე!
თუ შენი ჩანგი კვნესოდა,სისხლი სდიოდა ღვარული,კავკასის კვნესაც გესმოდა,ჩვენი ბორკილის ჟღარუნიც.
შოთას ქვეყნიდან გემთხვევით,გეხვევა ჩვენი დავითიც;დღეს მისი ლექსიც გაბრწყინდა,ცრემლებით ნამარგალიტი!
შენ აკაკისთვისსამშობლოსტრფიალი გადაგილოცავს;პოეტო ― პრომეთეოსო,მუხლს გიყრის საქართველოცა!..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი