↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთვრალი ხომალდი (მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი)

რემბო არტურ

2012-08-125 წთ საკითხავი848 ნახვა

—
როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენიგაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე.
მხოლოდ მე ვიყავ უდარდელი ინგლისურ ბამბისდა ფლამანდური ჭირნახულის იმ მზიდავებშიდა როცა მიწყდა ჟრიამული, გავყევი ნაპირსდა მდინარებას მინდობილი ქვევით დავეშვი.
იმ ზამთარს ვიყავ ყრუ ყრმის ტვინზე, ვერ ამშვიდებდაზღვას ვერაფერი და მოქცევის იდგა ხმაური;ასე მივქროდი! იმ კუნძულებს და იმ კიდეებსარ მოსწრებიათ ჯერ იმგვარი დღესასწაული.
გამოვეთხოვე სიზმრებიან და მშვიდ ღამეებს,მათამაშებდა საცობივით ზვირთის ალერსი,ამ ბრუნვას ერქვა უსასრულოდ მსხვერპლის წამება,ათ ღამეს კრთოდა გულგრილობა ჭრაქის თვალებში.
უტკბესი, როგორც ბავშვებისთვის ვაშლი მაჟალო,გვამში ჩამიდგა მწვანე ზვირთი თითქოს სისხლივით,ღვინის ნარწყევი გადარეცხა და ფრთა გაშალა,ღუზა მოგლიჯა, საჭეს ეცა და დამიმსხვრია.
მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარადა ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობაიმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.
უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდდათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!
მე ვნახე ზეცის ჩამოქცევა, რომ იხედებაელვა, და ზვირთი რომ ღრიალებს, ვნახე საღამო -აღტაცებული ფრთის მოქნევა ლურჯი მტრედების, -რაც ადამიანს ესიზმრება დაუსაბამოდ!
მე დავინახე, მზე იდუმალ ბურუსს არღვევდა,იისფერ ზოლად დაფენილი ენთო დასავლით,ანტიურ დრამის მსახიობთა მსგავსი ტალღებიიგრაგნებოდნენ ზღვის კიდესთან შავ ფარდასავით!
მეზმანა, თოვლი მაბრმავებდა, ზღვა თვალს ახელდადა მიკოცნიდა ზურმუხტისფერ მწუხრში ბაგეებს,ზღვის გაღვიძება დავინახე ჯერარნახული,ლურჯის და ყვითლის ფოსფორული აციაგება!
მე გავყევ მთვარეს, ასკდებოდა თითქოს ღობეებსსაქონლის ჯოგი, ზღვა ბღავილით ისე მიტევდა,ვინ იფიქრებდა, რომ შეძლებდა დღეს ღვთისმშობელიაღმუვლებული ოკეანის კვლავ დამშვიდებას!
გაუგონარი ფლორიდები ვერ იოკებდნენავაზას მზერას, მე ყვავილებს რომ შევადარე!ზღვის ჰორიზონტზე, ჭაობისფერ ზვირთის ჯოგებზეგადაიჭიმა ცისარტყელა, როგორც სადავე!
მხოლოდ დუღილი, უსაზღვრობა, მხოლოდ ჭაობთადა ლელიანში აყროლება დამპალ ვეშაპთა.ბნელ ჯურღმულებში წყლის ჩაქცევის სანახაობადა ნიაღვრებში უცებ თვალწინ გადამეშალა!
ბრწყინვა მყინვართა, ზღვის სადაფთა, მარწყვისფერ ცათა!იქ მეჩეჩებზე გახირული, ბალღამით სავსედა ბაღლინჯოთა გამოჭმული წყეული ყარდა,უზარმაზარი, წაქცეული ხეების მსგავსი!
მე რომ შემეძლოს ვაჩვენებდი ახლავე ბავშვებსზღვის იმ ბაჯაღლოს, იმ მომღერალ ოქროსფერ თევზებს,ყვავილთა ქაფმა იავნანა უმღერა ზღვაშიჩემს გატაცებას არნახული ქარების ფრთებზე.
ზღვამ მოქანცულმა განედებზე ბრძოლით, ბღავილით,ტკბილი ქვითინი გამაგონა, რწევით დამღალა,მესროდა ჩრდილის ამობურცულ ყვითელ ყვავილებსდა მე ქალივით დაჩოქილი ვიდეგ ამგვარად...
აბობოქრება, როგორც კუნძულს, მეხეთქებოდა,რეცხავდა ზვირთი აჟივლებულ ჩიტების სკორეს.ზღვის ბინადარნი ეშვებოდნენ ფსკერზე ქვებივით.ჩემს ნაკვალევზე აქაფებდნენ ამღვრეულ მორევს!
ვიყავ მძვინვარე ქარიშხლების ფრთებით ნაცემიდა ყურეებში გახლართული, ჩემს ჩონჩხს ღრიალითმთვრალ ოკეანეს ვერასოდეს გამოსტაცებდნენვერც ალბათ ჰანზის ხომალდები იალქნიანი.
თავისუფალი, ცას იისფერ ნისლში ვხედავდიდა კედელივით მივარღვევდი და მივდიოდი,ცა მეწამული მირონცხებულ მოლექსეთათვისლაჟვარდის დუჟით და მზის ხავსით იყო დიადი.
ცა დადგომოდა, მორკალული, შარავანდედადდა გახელებულ ცხენთევზების მახლდა ამალა,ასე მივქროდი და ივლისი კომბლით ანგრევდაცხელ და ძაბრივით გადმომხობილ ზეცის კამარას.
მე ვკანკალებდი, ორმოცდაათ მილზე ბღაოდნენბეჰემოტები, ცივ ზვირთებში რომ ინებივრეს.ქსოვდა მალსტრემი მარადიულ ლურჯ უძრაობასდა ჩემი ფიქრი კვლავ ევროპის მისწვდა ჯებირებს!
მე დავინახე ვარსკვლავების არქიპელაგი,ცის დარბაზები, ფრინველები სადაც სახლობდნენ!მომავლის ძალას - ოქროს ჩიტებს ღამე ვერაგიალბათ იქ მალავს, იქ იძინებს, მის სიახლოვეს!
დიდხანს ვტიროდი! შევყურებდი დილას მრისხანესდა გულშემზარავს, მზეს მცხუნვარეს, მთვარეს საშინელს,ვარ სიყვარულით უსასოო, დე, დამიმსხვრიოსზღვამ ხერხემალი და ახლავე დამნთქას ზღვაშივე!
მე მსურს ევროპის მხოლოდ გუბე; იქ, იმ გუბეში,როცა მზე წითლად ჩამავალი ღებავს დასავლეთს,გემს უშვებს ბიჭი, ნაღვლიანი და უნუგეშო,აფარფატებულს გაზაფხულის პეპელასავით.
მე, თქვენთან ნარწევს და განბანილს, ახლა, ზვირთებო,როდესაც მზერა პონტონების ასე ახლოა,არ შემიძლია გამოვუდგე ბამბის მტვირთავებსდა არც დროშების ავიტანო ის ქედმაღლობა.

რემბო არტურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი