პოეზია · ლირიკა
ძველი კარადა (მთარგმნელი: ელერდაშვილი ვახო)
მუხის კარადის ჩუქურთმები, ხეში ნაკვეთი,დიდი ხანია დაემსგავსა წარსულ ზმანებებს.ღია კარიდან სურნელება სასოწარმკვეთიუზომოდ გვათრობს, გვიზიდავს და თავს არ გვანებებს.
ბოხჩად შეკრული ძველმანების ალიაქოთიყვითელ თეთრეულს სიბნელეში თეთრად იგონებს.გადაავიწყდათ დრომოჭმული დროის წალკოტიბებოს თავშალზე ამოქარგულ ციცქნა გრიფონებს…
აქ თქვენ შეხვდებით თმის ხვეულებს და გულსაბამებს,ყვითელ სურათებს და თოჯინებს დაულამბავებს –სიბნელეში რომ გვიყურებენ ნაჭრის თვალებით.
კარადას ბევრი ჭორ-მართალი ეცოდინებადა, ზანტად, მუხის შავი კარის აჭრიალებითწარსულის ზღაპრებს მოგვიყვება, თუკი ინება.