↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი ღამე (მთარგმნელი: ხომერიკი ბესო)

რემბო არტურ

2026-07-181 წთ საკითხავი633 ნახვა

—
ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილიდა ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის,ვიქნები თქვენთან მე გულახდილიშემოამტვრიეს ფანჯრები ლამის.
თან დაუდევრად სკამზე შემოჯდახელებგაშლილი, პატარა, ცელქიდა იატაკზე ნდომისგან თრთოდაორი პატარ ლამაზი ტერფი.
პეპელასავით დაფარფატებდა,მის გაღიმებულ თვალებში სხივიდა რადგან ღიმილს ვერას მატებდამკერდზე ჩამოჯდა, ნახა ყვავილი.
როცა დავკოცნე ფეხის თითებისიცილი რბილი, შეცვალა მკაცრით.თითქოს ფაფუკი თოვლის ფიფქებიმყის შეიცვალა კრისტალით ბასრით.
ფეხები შერგო პერანგში ღამის",ეგებ გაჩერდეთ, ჩემო ბატონო"?!ჩაიკისკისა, დამცინა ლამისამდენს მიბედავ ნეტავ რატომო?!
აკანკალებდა მას ჩემი კოცნადა როცა ნაზად დავკოცნე თვალი,ჩაიჩურჩულა"რად არ გსურთ მოცდა?"გადააქნია კეკლუცად თავი.
"მინდა რომ გითხრათ სულ ორი სიტყვა"!მე კი ვკოცნიდი, მოცდა სად არის?!სიტყვა იმ ღამეს საკმაოდ ითქვა,სიყვარულისთვის მივხვდი, მზად არის!
ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილიდა ეს რომ ნახეს ხეებმა ალვისვიქნები თქვენთან მე გულახდილიშემოამტვრიეს ფანჯრები ლამის.

რემბო არტურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი