↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ბოჰემა (მთარგმნელი: ბადრი თევზაძე)

რემბო არტურ

2026-07-181 წთ საკითხავი630 ნახვა

—
ვვლიდი გაცვეთილ ჯიბეებში ხელჩაწყობილიდა ასეთივე დიდებული პალტო მებადა,ო, რა ბრწყინვალე ამურები მეზმანებოდა,როს ვვლიდი, მუზავ, შენი ხიბლით სულშებყრობილი.
ერთადერთ შარვალს გასჩენოდა ვეება ხვრელი,ვოცნებობდი და მმივდიოდი რითმების დათვლით,ბინას მიქადდა საკრებულო მე დიდი დათვის,ვარსკვლავთა ჩემთა თრთოდა ჰანგი ნაზი და მწველი.
მე მათ ვუსმენდი მოხიბლული, გზისპირას მჯდარი.ეფინებოდა ჩემს მხურვალე შუბლს ვარდების ცვარიდა შევიგრძნობდი, როგორც ძალას ძვირფას სასმელის.
უცხო ჩრდილებში ვპოულობდი რითმებს და ფრაზებსდა მზად ვიყავი, ვით სიმები და ჯადოსნურ ქნარზე,გავცეთილ ხამლზე მომეჭირა კვლავაც თასმები.

რემბო არტურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი