პოეზია · ლირიკა
ოცნება ზამთარზე (მთარგმნელი: ბადრი თევზაძე)
ზამთარში ვპოვოთ ვარდისფერი მყუდრო ვაგონიცისფერ ბალიშებიანი.იგი ბუდეა, სად კოცნები მეფობს უგონოდა სიამე ვნებიანი.
თვალებს დახუჭავ, რადგან სარკმელს მოწვდება ავიჩრდილების როკვა შემაღონები,გაყინულ ღამეს შესეული საზარი ხროვაშავი მგლებისა და დემონები
და მერე იგრძნობ ღაწვზე ამბორს გაკაწვრასავით,ეს ჩემი კოცნა უეცარი, ობობასავითთოითქოს კისრიდან სხეულს ჩაურბენს.
მეტყვი: "იპოვე!" თავდახრილი, მიხდილი ფერითდა ჩვენ დავიწყებთ ძებნას ციცქნა, ონავარ მწერის,რომელიც დიდხანს იმოგზაურებს...