პოეზია · ლირიკა
მწვანე კაბარეში (მთარგმნელი: ჩაბრაძე ბაჩანა)
მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა
რვა დღის მანძილზე, ოღროჩოღრო გზაზე ყიალითგავცვითე ჩექმა. შარლერუას მწვანე კაბარესშევაღე კარი: მიმტანს ვთხოვე კარაქიანიპური, და ოდნავ გრილი ლორიც თან დავაბარე.
ფეხები მწვანე მაგიდის ქვეშ გავშალე მთვრალმა,თავშექცეულმა კედლის მდარე ხალიჩის ზვერვით…და რა საამო იყო წუთი, როდესაც ქალმაუზარმაზარი კერტებით და ცოცხალი მზერით,
იმათთაგანმა, ვისაც კოცნა ვერ შეაშინებს,პირმომცინარემ, ფერადოვან სინით, მაშინვე,მომართვა პური კარაქით და შემთბარი ლორით,
ვარდისფერ ლორით, შეკაზმული ნივრით. ფიალითდამისხა ლუდი დიდ კათხაში, სქელქაფიანი,მზის ბოლო სხივს რომ ირეკლავდა ოქროვან ქლორით.