↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოფელია (მთარგმნელი: ჩაბრაძე ბაჩანა)

რემბო არტურ

2026-07-182 წთ საკითხავი628 ნახვა

—
I
წყლის ზედაპირზე, სად მნათობი არის დარაჯი,თეთრად ტივტივებს ოფელია, როგორც შროშანი,ტივტივებს ნაზად, გახვეული გრძელ სუდარაში...- შორით კი, ტყეებს ჟრიამულში გააქვთ დრო-ჟამი.
საუკუნეებს ჩაუვლია, რაც ოფელიამრუმე დინებას მარმარილოს ფანტომად მიაქვს,რაც მისი ნაზი შეშლილობა წყალს მოფენილადა სევდის რომანსს უზიარებს საღამოს ნიავს.
თაიგულებით მორთულ გულმკერდს უკოცნის ქარი,უთრთოლებს ლეჩაქს, უსიცოცხლოდ წყალზე განფენილს,ტირიფთა ცრემლით ენამება ფერმკრთალი მხარიდა ლერწმიანის უნიავებს შუბლს მონაბერი.
ზოგჯერ, გაცრეცილ დუმფარებით შემორკალული,ჩიტს გააღვიძებს თხმელის ხეზე და ყურს მიაპყრობს,როგორ მოსწყდება, მაღლით ბუდეს, ფრთათა თქარუნი- და ცას ჭიკჭიკი იდუმალი როგორ მიაპობს.

II

ო, ფერწასულო ოფელია! თეთრო, თოვლივით!შენი არსება დინებათა დუდუნს დანებდა!- ეს ის ქარია, ნორვეგიის მთებგადმოვლილი,თავისუფლების გაკვეთილებს რომ გიტარებდა.
ეს ის ქროლვაა, ახლა სოველ თმებს რომ გიწეწავს,უცხო შრიალით რომ გივსებდა, წინათ, ოცნებებს,როცა ბუნებამ მელოდია გამოგიძერწადა ყურს უგდებდი ღამის ოხვრას, ტყის საოცრებებს.
ეს ხმაა მბორგავ ტალღებისა, ასე ულმობლადრომ დაგიმსხვრია გული ნორჩი და ხელუხლები.ეს ის დილაა, როცა გიჟი პრინცი გსტუმრობდადა უტყვს და ფერმკრთალს შეეგება შენი მუხლები!
თავისუფლება! სიყვარული! ცა! შენ ამ სიზმრის,ვით თოვლზე ცეცხლის, ისე გსურდა აგიზგიზება:მოჩვენებისგან მოქანცულო, ვერავინ გიხსნის,- შენს ცისფერ თვალებს მისწვდა კვდომა და გაგიჟება!

III

- და მერე იტყვის პოეტი, რომ შუაღამეში,ყვავილებს კრეფდი მთვარის შუქზე, იყო დრო-ჟამი,და რომ გიხილა, გახვეული გრძელ პირბადეში,წყლის ზედაპირზე მოტივტივე, როგორც შროშანი.

რემბო არტურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი