↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ბოჰემა (მთარგმნელი: ჩაბრაძე ბაჩანა)

რემბო არტურ

2026-07-181 წთ საკითხავი632 ნახვა

—
მე, გამორღვეულ ჯიბეებში ხელჩაწყობილი,მივაბიჯებდი. შესაშური მეცვა ქურთუკიც.უძირო ცის ქვეშ, შენ გიკმიე, მუზავ, გუნდრუკი.ო! რა მშვენიერ ტრფობით ვიყავ გულშეპყრობილი!
გზად, ერთადერთი, გახეული შარვლის ამარა,მე, მეოცნებე ცეროდენა, ვიყავ გართულირითმვით.
გრანდ ურსზე მომელოდა ბინა-ფარდული.ზეცას კი, ჩემი ვარსკვლავების ეკრა კამარა.
საღამოობით, სექტემბერში, გზის პირას მჯდარი,მე მათ ვუსმენდი, როცა, მძლავრი ბახუსის დარი,მეამებოდა ცვარი შუბლზე შემორჩენილი,
როცა, რითმვისას, მეხვეოდა ჩრდილთა ფანტასმადა ჩემს გაცვეთილ ფეხსაცმელზე ვჭიმავდი თასმას,ვით ქნარზე სიმებს, დახრილ მკერდზე მუხლმიბჯენილი!

რემბო არტურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი