პოეზია · ლირიკა
ხევში მძნარე (მთარგმნელი: ჩაბრაძე ბაჩანა)
ჭალაში, სადაც ვერცხლისფერი მოსჩქეფს მდინარედა შეშლილივით ეჭიდება ნაპირზე ხავსებს,სადაც მთებიდან მზე იღვრება პირმომცინარედა აქაფებულ არემარეს სინათლით ავსებს,
ყმაწვილ ჯარისკაცს, ბაგეგახსნილს ჩასძინებია.თავშიშველს, კეფა უტივტივებს ქორფა ბალახში,წამოწოლილა ზურმუხტოვან ტახტზე ნებივრად,ფერმკრთალ სახეზე დაჰფენია სხივთა ბადახში.
ჩასძინებია ყვავილებში ტერფებგადაშლილს.პირზე ღიმილი შერჩენია ავადმყოფ ბავშვის.ბუნებავ, თბილად დაარწიე: სცივა მძინარეს.
ნესტოებს სულაც არ უთრთოლებს მძაფრი სურნელი.მზის გულზე სძინავს, უძრავ მკერდზე დაუდევს ხელი.ორი წითელი ნახვრეტი აქვს მარჯვენა მხარეს.