↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სველი ნაფეხურები

გოგუაძე ნელიკო

2026-07-181 წთ საკითხავი7033 ნახვა

—
შენ მიდიოდიდა ქვაფენილსსველ ნაფეხურებად უტოვებდიწარსულს.მოხრილი მხრებით...დახრილი მზერით...თვალებში ჩაღვრილი ტკივილითდა დაღეჭილი სიგარეტით...ჯიბეში კი თითებინერვიულად სრესდამალბოლოს კოლოფს.შენ მიდიოდიდა ქვაფენილსსველ ნაფეხურებად უტოვებდიჩვენს შეხვედრას,როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდითდა უთქმელს ვტოვებდითმთავარს.არ ვიცი, რატომ მაგრამეს ორივემ კარგად ვიცოდითდა მაინც...შენ სიგარეტის კვამლსაყოლებდი ფიქრს,მე - ყავის სიტკბოს.და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,როცა ჩვენი ირიბიდა სადღაც ერთ წერტილშიგადაკვეთილი მზერაგაშიშვლდებოდა დაჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითებიაღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.მერე კი....მერექვაფენილს წყვილად დააჩნდებოდაერთადმავალიჩვენი სველი ნაფეხურები.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი