პოეზია · ლირიკა
ოღონდ შენი არა, სხვისი
მე სიყვარული მინდა,ოღონდ შენი არა...სხვისი.სითბო და ალერსი მინდა,ოღონდ შენი არა, სხვისი.წლები გაპარულა ჩუმად,ოღონდ ჩვენი არა, სხვისი.ნატვრა შემპარვია გულში,ოღონდ შენი არა, სხვისი.ღამეებს რომ ვათენებ თეთრად,რატომ არა მკითხავ: რისთვის?!ვნება მომეხვია ფიქრადოღონდ შენი არა, სხვისი.ეს სხვამ შემოაღო კარი,რატომ არა მკითხავ: რისთვის?!დაიგვიანეო-მწარესხეულს აგითრთოლებს ფიქრი.წრფელი სიყვარული მინდაოღონდ შენი არა, სხვისი.