↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტატო

გოგუაძე ნელიკო

2006-06-121 წთ საკითხავი7027 ნახვა

—
და მერანი მიქროლავდა სადღაც,მოგკიოდნენ: საით, ტატო, ტატო...სიჭაბუკემ ცრემლად ჩაიარა,მარტოსულო და ობოლო ტატო.ავედრებდი სავედრებელს ყველას,ზეცის თვალი იღვრებოდა ცრემლად,ვინ უწყოდა, შენ რა ცეცხლი გენთო,მარტოობა და ობლობა გეძმო.ღამის შუქზე ლანდს შეჰყურებ ნატვრით,გვიანია, ხის ჩრდილები წვანან,თუმცა მაინც ვეღარ მიხვალ, ტატო,ჭავჭავაძე დადიანებს გაჰყვა.და მერანი მიჰქროლავდა სადღაც,და საყურე ირხეოდა ყურზე,შენი სულიც, ალბათ, მერანს გაჰყვაუკვდავებად დედამიწის ზურგზე.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი