↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსიტყვო სიტყვა

გოგუაძე ნელიკო

2006-06-121 წთ საკითხავი7036 ნახვა

—
უფერო ფერი ყოფილა სადღაც,უსიტყვი სიტყვაც იქნება იყოს,იქნებ დამეცეს ცრემლები ნამად,შენს მოლოდინში კვლავ შენზე ვფიქრობ.იქნებ გაშფოთებს დუმილი ჩემი,მე სიყვარული შენი მაჩუმებს,არ მინდა, ვინმემ შეგახოს ხელი,ვინმე გიძღვნიდეს ძვირფას საჩუქრებს.უფერო ფერი ყოფილა სადღაც,ჩვენს შორის არის უსიტყვო სიტყვა,უნდა გაიგო დუმილი ჩემიდა ოცნებები აჰკინძო ფიქრად.თუ გსურს ამოხსნა უთქმელი სიტყვა,თუ გსურს გაიგო დუმილი ჩემი,უნდა თვალებში ჩამხედო დიდხანსდა დაინახო უფერო ფერი.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი