↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კარმელის გზაზე

კარმელი შალვა

2010-08-121 წთ საკითხავი4471 ნახვა

—
ნურვინ მეკარებით , ნურვინ მიმედებით.არ მსურს ქალაქები მსდევდეს ბაიბურად.გავალ უდაბნოში დაჭრილ იმედებით ,სადაც ლაჟვარდები მტვერით დაიბურა.
ჩემი მოსახამი მძლავრი ფრთიანიადა ჩემს გადაფრენას ქარი მიანება.მაგრამ ღამეებში ფრენა გვიანია,-ასე საშიშია გადაგვიანება.
მივქრი დავიწყებით , გული გავაცივე.ღმერთებს მომაგონებს ზარი ნაშაბაში.ყველა შევიძულე , ყველა გავაძევე.დამრჩა სანბენიტო,მთვარის ეშაფოტი.
მაგრამ სიკვდილის წინ თავის ტრფიალებითისეთს დავიკივლებ ხმათა მომეტებით,-რომ ეს დედამიწა გადატრიალებით-ცეცხლის ბრილიანტად გასკდეს კომეტებით!..

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი