პოეზია · ლირიკა
ინფანტას მთვარეულს
თქვენ ხართ ინფანტა ესკურიალისდა მე აზიის ავი თავადი.გაკრთობთ ხმაური ქვები კრიალისდა შორს ვერცხლივით ბრწყენს ირავადი.
ცხელ ესპანელთა გედური ყელითგახვალთ ეკვატორს,ახალ რადიუსს.და ჰაშიშებით ყოველთვის ელით-სიზმრებს უხილავს და მარადიულს.
შხამიან ისრით და ბუმერანგით,ტეხავს ინდუსი უვალ სავანნებს.ყვითელ პალმებში ღია პერანგითმე დედოფალი დღეს დამავანებს.
იწვის ბენარეს საფირ-ლალებით.ბუდდა გადადის მშვიდ მლოცველებშიდა ბედუინი აქ გამალებითსირაქლემებზე მიჰქრის ველებში.
მე ამ სამოთხეს ძმურად დავენდე.გამბანს ცოდვისგან ტალღები განგის.აქ მზეებია და დემავენდიდა სხვა ქვეყნები ღვთაებრივ ბანგის!