პოეზია · ლირიკა
იმედგადაწურული ლექსპრომტი
ან უნდა თავი მოვიკლა,ან უნდა ვინმე მოვკლა...ანდერძი დაწერილი მაქვს,ბარგს - ორ-სამ წუთში მოვკრავ.
თუმცა სად უნდა წავიღო,სად მივიტანო! ვისთან! -იმ წუთის მერე სად ვნახავმის ღიმილსა და მის ტანს...
ან ეს კოლტ-კობრა ვის უნდა,ან ეს ფინური დანა...უმისამართო კაცი ვარ,უტელეფონო თანაც...
თუ კიდევ დამრჩა ძმაკაცი,ჩემთვის სიკეთე რომ ქნას -ამის უკეთესს რას იზამს -მხიოს ტყვია ან მომკლას...
...ანდერძი უკვე დავწერე,ბარგის დავიწყე მოკვრა -ან უნდა თავი მოვიკლა,ან უნდა ვინმე მოვკლა...