↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ინფექციური ლექსი

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20032 ნახვა

—
ნოდარ დუმბაძის ხსოვნასგადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი!გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი!
გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი!გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი!
გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი!გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით!
ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი!მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი...
გადამდებია წითელა და სინანული მწარე,გადამდებია ვარდობის თვის ორი კვირის მთვარე...
გადამდებია ეჭვების და უნდობლობის შხამი!მომწამვლელია, დღის გამო რაც გიფიქრია ღამით!
კოცონს აჩაღებს ეჭვების უბრალო ნაპერწკალი!ეს მწუხარება! ეს ვნება! ის დარდი! ის კურცხალი...
გადამდებია ვეება დარდი სამშობლო მთების...გადამდებია სიკვდილი, გადამედო და ვკვდები.
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი