↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წინდაწინ გლოვობს გამოტყუებულ კვირტებს

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3940 ნახვა

—
წინდაწინ გლოვობს გამოტყუებულ კვირტებს,მაცდუნებელის კვალზე შემდგარი თავისით;და მარტის ქარი ხელს არ დაგვიქნევს ვიდრე-შუბლზე გამოსხმულ სიმწრის ოფლივით განიცდის.
ამოხსნილია გათამამებულ მარტისალეგორია - ,,წუთისოფელი ჭრელია“;და აღარ გიკვირს რო შეამჩნიო დარდი,წამწამებივით ახანხალებულ ლელიანს.
ყოველ წელიწადს სამად-სამი დღე სესხად(რაღა სესხია -მარადიული ვალია),ეს რა ხანია, ტყემალს რო ხათრად ესხა-ცოტა მარტის და ბევრი ტყემალის ბრალია.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი