↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩიტო, კარგი ამბავი!

ებანოიძე ზაალ

2007-04-131 წთ საკითხავი3253 ნახვა

—
თანდათანობით ებევრება სიგრილე ნიავსდა ფეხაკრეფით მოიწევს ბინდიდა მზეს ჩამავალს, ყველაზე გვიანთმობს ასაფრენი ფრინველივით შემდგარი შინდი.
"ფრინველნი მფრინვალნი ქვეყანასა ზედა","ცხოველნი წყლისა და ცხოველნი ხმელსა",დობილო მოიხდენს ლივლივა ქედანს,ჭალებს რომ ყანჩების ფარფატი შენისლავს.
წყალგაღმა – სახნავი და სათესია,გამოღმა – ბალახს ძოვს კამეჩი,თვალები – დღეში აქვს და ნათელში აქვს,ტანი აქვს – სულ მუდამ ღამეში.
ქედზე ნაუღლარი დატყობია, –ბედის ამ განაჩენს მეც ველი;რამდენის ამტანი და დამთმოობიათავის პირუტყვობით მეტყველი.
ტირიფებს ფოთლები შესცვენია,მოვდივარ ჟალტამია სოველი;ნოეს მაგიერ მე მრცხვენია,ახლაც ამ უწყინარი ცხოველის.
ფშანებში ვასაკების ორკესტრიადა ტანზე ჟრიამულის სამოსელაცმევენ, ლანდივით რომ მომეწიაღამე და მდუმარებით მაოცებს.
შენ ამ დუმილიდან ამოდიხარდა ბნელში სანთელივით მინთიხარ,ზოგჯერ ხავსიანი ქვა–ლოდი ხარ,ზოგჯერ მგალობელი ჩიტი ხარ.
"ჩიტო, კარგი ამბავი, ჩიტო, ოქროს ნისკარტი!" –მუდამ ხელაღმართული და მშვიდობის მთხოვნელი,დღემდე ასე შემომრჩა მშობელი დედის ხატიყველაზე ძვირფასი და ყველაზე ახლობელი.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი