პოეზია · ლირიკა
შიმშილი
ღრუბელი - ღანღში გადასული.ბურული.გვიბე.სადღაც შორს- ცოტა ახირება - შუქი ნათურის...სიზმარი.მძიმე ხასიათი და მჩატე ჯიბე.ჯიბესთან- ჩემზე ბედნიერი- ქურდი ფათურობს.
დაცურებული ნიღბიდან მაწუხებს სოფლისძილშიც ელამი ,ძილშიც ხარბი და ჭროღა თვალი,და შუბლზე ცივი ქვირითივით დაყრილი ოფლიდღეიდან აღარ შემშრალდება ამბორით ქალის.
,,გულში მჭირს“შენი მოფერება, ,,რჯულძაღლო,გულში“და ღარიბდება სისხლით ვენებიდა ხორკლიან ხელს რომ მკიდებ ყურშიფეხის წვერებზე წამოწევით თავს ვეშველები.
თალხი ღიმილი დაყვება სალამს,ხშირდება შიში გამოშვერილ მარჯვენის ხარჯზედა წუთ-წუთზე ახლა ისე მელევა ძალა,რომ ლამის ქუდი მოვიხადო და გზაში დავჯდე.
გათენდა,სიზმარს დავაფინე ძმრიანი ტილოდა მერე ფიჩხი შემოვივლე ტავზე და დავწვი...მომაგნო მაინც,ვინც ჩემთან მოყვრობას ცდილობს-ვახლავარ შიმშილს -სიმპატიურ და გამხდარ ყმაწვილს