პოეზია · ლირიკა
შეჯამებული სითბო
რასაც ვიხსენებ,რასაც წარსულში ვყვები(ცოტას ცხადში და ცოტას სიზმარში ვხედავ),მდევდა მისანის და ხირომანტის ყბებითამოსათქმელი,მდევდა,აქამდე მდევდა:
მღვრიე დინება - სასოწარკვეთის სიღრმე -წარმოჩენილი ქალირი ხმა და კილო,იხსნის თანდათან ნერვების მომშლელ ნიღბებს,და გაძარცვული დადგეს ჩვენს შორის ცდილობს.
და უსასრულო სივრცე ამდორებს მზერასდა წუთი-წუთზე ხორშაკი ქარი გვხუთავს;,,შენ მენაღვლები,ასეთ დროს,თორემ მე რა-ჩირად არ მიღირს“...-ამბობს მავანი ყურთან.
რა რო ,,არ მიღირს“...ფიქრი...ამგვარი ფიქრისკვალზე მიყოლას უნდა ალღო და გეშიდა წლევანდელი ზამთრის ფარფატა ფიფქი-ახლა პირიქით-იქ,იმ წარსულში, ფრთებს შლის.
მინდა დავარქვა სახელი-ვინ და რატომგემზრუნველება და არც არაფერს ითხოვს,და ამის მერე გვირგვინად დავწნა მარტომსამივეს ერთად შეჯამებული სითბო.