↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ტყე, დაბურული"

ბოლქვაძე ფირუზ

2026-07-181 წთ საკითხავი949 ნახვა

—
ტყე, დაბურული ფოთლებით და,გრილი, საამო ხეივანი;ბალახში ლუდის ბოთლები დაბილიკზე ვიღაც ხეიბარი,სიცხე, ოფლი და სიგარეტი,ჩირგვებში ჩიტი ცოცხალ-მკვდარი,მინდა ”მალბორო, ” მინდა ”კენტი”,ღვინით სიკვდილი და ავდარი...
ტყე დაბურული ფოთლებით დაბილიკზე მხვდება ხეიბარი,სავსე ჯანსაღი ოცნებით დაათასთან ძმობით ნაფიცარი,იქით მდინარე, მცინარეთი,ჩრდილში სამოთხის ღია კარი,” - მომაწევინე სიგარეტი,ანდა სიკვდილი დამასწარი!..”
ტყე, დაბურული ფოთლებით და,გრილი საამო ხეივანი,“ - ჩვენ ერთი ჭირით ვლოთდებით..” და..ყვავილებს კოცნის ხეიბარი...უცებ გაჰკივის მინარეთი,ლაპლაპებს სადღაც ოქროს ჯვარი,ღვინო, მდინარე, მცინარეთი,შორს: სიკვდილი და ღია კარი...
ბოლქვაძე ფირუზ

ბოლქვაძე ფირუზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი